სადამრიგებლო პროგრამა

                                                        
                                                    2016-2017 სასწავლო წლის
                                                           სადამრიგებლო პროგრამა
                                         კლასის ხელმძღვანელი თამთა გაჩეჩილაძე


 ჩემი მიზანია ჯანსაღიეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე პიროვნების აღზრდა.
 სასწავლო პროცესის მართვამოსწავლეთა აკადემიური მოსწრების მონიტორინგიმშობელთათვის ინფორმაციის 
დროული მიწოდება.ვეცდები ჩემს მიერ შემუშავებული სადამრიგებლო პროგრამაკლასის ხელმძღვანელის სამუშაო 
გეგმა და ჩატარებული კლასის საათები სწორედ ამ მიზნების განხორციელებაზე იყოს ორიენტირებული.
მოსწავლისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს თუ როგორ გარემოში იმყოფება იგიამიტომ ვეცდები კლასში შევქმნა
 კარგიმშვიდიმოხერხებული სასწავლო გარემოსადაც  მოსწავლე იგრძნობს მასწავლებლისა და ამხანაგების 
მხარდაჭერას.
თანამშრომლობითი საქმიანობა მაშინაა წარმატებულითუ ადამიანს გააჩნია სოციუმში ქცევის უნარიამიტომ ვეცდები კლასში შევქმნა თანამშრომლობითი ატმოსფერო და ვიზრუნო მათში სოციალური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაზეხელი შევუწყო თითოეული მოსწავლის სასწავლო პროცესში ინტეგრციას.
● ვეცდები ჩემიროგორც დამრიგებლის საამღზრდელო მუშაობა მიმართული იყოს პიროვნების ფიზიკურიფსიქიკურისოციალური და სულიერი განვითარებისაკენჩემი  სააღმზრდელო მუშაობის მთავარი პრინციპი ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანსაღი მოქალაქის აღზრდა იქნება.
● ყველა ბავშვი უნიკალურიაისინი დაჯილდოვებულნი არიან განსხვავებული ნიჭითა და შესაძლებლობებით
ვეცდები მათი გამოვლენისათვის შევუქმნა სათანადო პირობები და ხელი შევუწყო მათი შინაგანი ძალების აქტივაციას.
● სასწავლო პროცესის დაგეგმვაში მოსწავლეთა ჩართულობა ხელს უწყობს მათში პასუხისმგებლობისა და ვალდებულების გრძნობის ამაღლებასმათი ჩართულობის ხელშესაწყობად მონაწილეობას მივაღებინებ აქტივობების (ზეიმებილაშქრობები და სხვა.) დაგეგმვასა და ამ დროს წამოჭრილი პრობლემების მოგვარებაშივეცდები მათი ინტერესები მაქსიმალურად გავითვალისწინოამგვარი ჩართულობა მოსწავლეს განუვითარებს ისეთ უნარჩვევებსრომლების დაეხმარება მათ დამოუკიდებლად მოაგვარონ ცხოვრებაში წამოჭრილი სირთულეები.
● ვეცდები ჩემი თიერთობა მოსწავლეებთან ემყარებოდეს თანამშრომლობასურთიერთპატივისცემასა და 
ურთიერთნდობასჩემი მიზანი იქნება კლასში თანამშრომლობითი გარემოს შექმნა.
● სისტემატურად მექნება საუბარი მათ უფლებებსა და მოვალეობებზეშევეცდები დავარწმუნო ისინი მათი 
შესრულების აუცილებლობაში.
● მოსწავლეზე დადებითად აისახება მასწავლებლისა და მშობლის თანამშრომლობავეცდები მჭიდროდ 
ვითანამშრომლო მოსწავლეთა მშობლებთან . დროულად მივაწოდო ინფორმაცია მათი შვილების ყოფაქცევისა თუ 
აკადემიური მოსწრების შესახებ. ასევე ვეცდები მივიღო ინფორმაცია მათი ოჯახური პირობებისქცევის
მისწრაფებებისჩვეულებების შესახებრომელთაც მიზნობრივად გამოვიყენებ. ვითანამშრომლებ საგნის მასწავლებლებთან და გამოვიკვლევ მათ აკადემიურ მდგომარეობასდავეხმარები  სიძნელეების დაძლევაში.
● თითოეული მოსწავლის შესახებ ინფორმაცია იქნება კონფიდენციალური.

შესასრულებელი საკითხები
აქტივობები და მიზნები
პასუხისმგებელი პირი
დრო
მოსწავლეთა კონტიგენტის დაზუსტება
 სკოლის საქმეთამმართველთან ერთად დავაზუსტებ მოსწავლეთა რაოდენობას.
თ.გაჩეჩილაძე
5 სექტემბერი,
2016
მოსწავლეთა სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა და მათ 
მოვლაზე მონიტორინგის დაწესება
თითოეული მოსწავლე სკოლისაგან მიიღებს სახელმძღვანელოს,წლის განმავლობაში შევამოწმებ რამდენად კარგად უვლიან ისინი სასკოლო ნივთებს
თ.გაჩეჩილაძე
14.09.2016
სისტემატიურად
მოსწავლეთა მორიგეობის დაწესება,დღის რეჟიმის გაცნობა და კლასის კუთხის გაკეთება.
მოსწავლეებთან ერთად დავაწესებ მორიგეობის სიასგამოიკვრება გაკვეთილების ცხრილი.მოსწავლეები უზრუნველყოფენ ოთახის სანიტარულ-ჰიგიენური პირობებ,  სასკოლო ინვენტარის გაფრთხილება.ამით მოსწავლეები გაითავისებენრომ სკოლა მათი საკუთრებაა.
თ.გაჩეჩილაძე
14.09.2015
მოსწავლეთა დოკუმენტაციის მოწესრიგება და საკლასო ჟურნალის წარმოება.
ვიზრუნებ მოსწავლეთა პირადი საქმეების სწორ წარმოებაზეწარვმართავ ჩემს საქმიანობას ყოველდღიური თვალყურის დევნებით მოსწავლეთა დასწრებაზეამ მიზნით ვაწარმოებ გაცდენა-დაგვიანების ჟურნალს.უმიზეზო გაცდენა-დაგვიანებებზე მივიღებ ზომებსკერძოდმოსწავლის არგამოცხადების შემთხვევაში გავარკვევ არგამოცხადების მიზეზს და დროულად ჩავაყენებ საქმის კურსში სკოლის დირექციასთუ მოსწავლემ თვითნებურად გააცდინამაშინ მშობელს ან მეურვეს.
ამით ხელს შევუწყობ გაცდენების მინიმუმამდე დაყვანას.
თ.გაჩეჩილაძე
სისტემატიურად
მოსწავლეთა პროგრესის და წარმატების შემოწმება 
მოვახდენ მოსწავლეთა მიღწევების შემოწმებასვუზრუნველყოფ მოსწავლეთა ყოველმხრივ შესწავლასმათი მიდრეკილებებისმოთხოვნილებების და ინტერესების გამოვლენასყოველი თვის ბოლოს ამოვწერ მოსწავლეთა მიმდინარე ნიშნებს და დავურიგებ მათ და დავიბრუნებ მშობლის ხელმოწერით.
თ.გაჩეჩილაძე
სისტემატიურად
სადამრიგებლო საათი
სადამრიგებლო საათს ჩავატარებ როგორც კლასში ასევე სკოლის გარეთ.შეხვედრებზე მოხდება მოსწავლეთათვის მნიშვნელოვანი და საინტერესო საკითხების განხილვასწავლისა თუ ურთიერთობებისას წამოჭრილი სირთულეების გაცნობაგადაჭრის გზებზე ზრუნვათითოეული სადამრიგებლო საათის ბოლოს მოხდება მოსწავლისაგან უკუკავშირის მიღებარა გაიგეს და ისწავლეს მოსწავლეებმა ამ შეხვედრაზე ახალირა იყო მათთვის განსაკუთრებით საინტერესორა მოეწონათ და რა არ მოეწონათ.
სადამრიგებლო საათი ხელს უწყობს მოსწავლეების პიროვნულ და სოციალურ განვითარებასაყალიბებს ნდობისა და პატივისცემის ატმოსფეროს.
თ.გაჩეჩილაძე
კვირაში ერთხელ
მშობლების ჩართვა სასკოლო ცხოვრებაში

მშობლებთან ინდივიდუალური შეხვედრები.ხელს შევუწყობ თითოეული მშობლის სასწავლო პროცესში ჩართვასმშობელთან ურთიერთობისას გამოვიყენებ კომუნიკაციის სხვადასხვა ხერხს:წერილობითვერბალურს.მშობელი სისტემატიურად ინფორმირებული იქნება არა მხოლოდ მოსწავლეთა უარყოფითი ქცევის ან დაბალი აკადემიური მოსწრებისარამედ მისი მიღწევების შესახებაცგავაცნობ თუ რას ვგეგმავ წლის ან სემესტრის განმავლობაშირა ცოდნას მიიღებს მოსწავლერა შედეგს უნდა მიაღწიიოს მან სასწავლო წლის ბოლოს.
)მშობელთა კრებები
სემესტრში ორჯერ ან საჭიროების შემთხვევაში მოვიწვევ მშობელთა კრებას.გადავცემ საჭირო ინფორმაციას და მათგანაც მივიღებ.ღონისძიებების შესახებ შევატყობინებრომელსაც უახლოეს მომავალში ვგეგმავ და ვთხოვრომ მოსამზადებელ სამუშაობებში შეძლების დაგვარად ჩაერთონვისაუბრებთ იმ სირთულეებზერომლებიც წამოიჭრება პროგრამის დაძლევისას და ერთად მოხდება დაძლევის გზის ძიებაკრების დასასრულს ვთხოვ ,რომ მომაწოდონ საკუთარი შთაბეჭდილებები სამუშაო შეხვედრის შესახებ.მაგრა მოეწონათ და რა არ მოეწონათრის გაუმჯობესებას ისურვებდნენრა რეკომენდაციების შემოთავაზება შეუძლიათ და .მათი პასუხები დამეხმარებარომ მეორე შეხვედრა უფრო წარმატებული და ორივე მხარისთვის საინტერესო იყოს.
თ.გაჩეჩილაძე
სემესტრში ორჯერ ან საჭიროების შემთხვევაში
სასკოლო ზეიმები და ექსკურსიები
ზეიმების მოწყობა აქტიურად ჩაერთვებიან მოსწავლეებიერთად მოვიძიებთ ინფორმაციებსლექსებს,გავანაწილებთ როლებსხელოვნების გაკვეთილებზე გააკეთებენ მოსაწვევ ბარათებსმომზადდება სხვადასხვა ღონისძიებები ერთობლივადმაგ.ექსკურსიალაშქრობებიამით მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ ესთეტიკური გემოვნებაისწავლიან ექსკურსიის ორგანიზებას.საერთოდ ექსკურსიას დიდი შემეცნებითი და აღმზრდელობით  ფუნქცია აქვსისინი აღრმავებენ და აფართოებენ მოსწავლეთა ცოდნას და ხელს უწყობენ თეორიული ცოდნის პრაქტიკულთან შერწყმას.
ექსკურსია
. ქუთაისის ბოტანიკური ბაღი
ღონისძიებები
. აუტიზმის დღის აღნიშვნა
. დედამიწის დღის აღნიშვნა
. შეხვედრა ფსიქოლოგთან
თ.გაჩეჩილაძე










     ოქტომბერი


აპრილი

კლასის ბლოგის განახლება
იმისათვის რომ მშობლებმა უკეთ გაიგონ სკოლის და თავიანთი ბავშვების სასკოლო ცხოვრება მოსწავლეებთან ერთად გავაკეთე კლასის ბლოგი,სადაც სისტემატიურად მოვახდენ მასალების განახლებას   http://tamtasklasi.blogspot.com/
თ.გაჩეჩილაძე
სისტემატიურად
მასწავლებლის დღე
მასწავლებლის დღესადმი მიძღვნილ დღეს დავამზადებთ მისალოც ბარათებს და მივულოცავთ მასწავლებლებს
თ.გაჩეჩილაძე
ოქტომბერი
დედის დღე
მისალოცი ბარათების დამზადება დედებისათვის
თ.გაჩეჩილაძე
ი.კლდიაშვილი
მარტი
2 აპრილი აუტიზმის მსოფლიო დღე
კლასის მოსწავლეებთან ერთად ავღნიშნავთ , გამოვცემთ კედლის გაზეთს.
თ.გაჩეჩილაძე
სპეც . მასწავლებელი
აპრილი
სასწავლო წლის შეჯამება
მოსწავლეებთან ერთად განვიხილავთ რა იყო კარგი და რა უნდა გამოვასწოროთ მომდევნო სასწავლო წელს და მთელი კლასი ამოვარჩევთ წლის საუკეთესო და წარმატებულ მოსწავლეს,რომელიც პრეზენტაციას გააკეთებს დირექციისა და სკოლის მოსწავლეების წინაშე
თ.გაჩეჩილაძე
მაისი
სკოლის სახელმძღვანელოების მოწესრიგება და
ბიბლიოთეკისათვის ჩაბარება
მოვაწესრიგებთ წიგნებს და ჩავაბარებთ ბიბლიოთეკას
თ.გაჩეჩილაძე
ივნისი










                                                        2015-2016 სასწავლო წლის
                                                           სადამრიგებლო პროგრამა
                                         კლასის ხელმძღვანელი თამთა გაჩეჩილაძე
ჩემი  მიზანია ჯანსაღი, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე პიროვნების აღზრდა. სასწავლო პროცესის მართვა, მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების მონიტორინგი, მშობელთათვის ინფორმაციის დროული მიწოდება.ვეცდები ჩემს მიერ შემუშავებული სადამრიგებლო პროგრამა, კლასის ხელმძღვანელის სამუშაო გეგმა და ჩატარებული კლასის საათები სწორედ ამ მიზნების განხორციელებაზე იყოს ორიენტირებული.
მოსწავლისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს თუ როგორ გარემოში იმყოფება იგი, ამიტომ ვეცდები კლასში შევქმნა კარგი, მშვიდი, მოხერხებული სასწავლო გარემო, სადაც  მოსწავლე იგრძნობს მასწავლებლისა და ამხანაგების მხარდაჭერას.
მინდა გავაკეთო კედლის გაზეთი , რომელზეც იქნება მოლოდინის ხე „რას ველი ახალი სასწავლო წლისაგან...“ მოსწავლეები ფერად ფურცლებზე დაწერენ თავიანთ მოლოდინებს და ჩამოკიდებენ  ხეზე,წლის ბოლოს მინდა გადავხედოთ და ერთად განვიხილოთ გაამართლა თუ არა მათმა მოლოდინმა.
თანამშრომლობითი საქმიანობა მაშინაა წარმატებული, თუ ადამიანს გააჩნია სოციუმში ქცევის უნარი, ამიტომ ვეცდები კლასში შევქმნა თანამშრომლობითი ატმოსფერო და ვიზრუნო მათში სოციალური უნარჩვევების ჩამოყალიბებაზე, ხელი შევუწყო თითოეული მოსწავლის სასწავლო პროცესში ინტეგრციას.
● ვეცდები ჩემი, როგორც დამრიგებლის საამღზრდელო მუშაობა მიმართული იყოს პიროვნების ფიზიკური, ფსიქიკური, სოციალური და სულიერი განვითარებისაკენ. ჩემი  სააღმზრდელო მუშაობის მთავარი პრინციპი ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანსაღი მოქალაქის აღზრდა იქნება.
ყველა ბავშვი უნიკალურია, ისინი დაჯილდოვებულნი არიან განსხვავებული ნიჭითა და შესაძლებლობებით, ვეცდები მათი გამოვლენისათვის შევუქმნა სათანადო პირობები და ხელი შევუწყო მათი შინაგანი ძალების აქტივაციას.
სასწავლო პროცესის დაგეგმვაში მოსწავლეთა ჩართულობა ხელს უწყობს მათში პასუხისმგებლობისა და ვალდებულების გრძნობის ამაღლებას. მათი ჩართულობის ხელშესაწყობად მონაწილეობას მივაღებინებ აქტივობების (ზეიმები, ლაშქრობები და სხვა.) დაგეგმვასა და ამ დროს წამოჭრილი პრობლემების მოგვარებაში. ვეცდები მათი ინტერესები მაქსიმალურად გავითვალისწინო. ამგვარი ჩართულობა მოსწავლეს განუვითარებს ისეთ უნარჩვევებს, რომლების დაეხმარება მათ დამოუკიდებლად მოაგვარონ ცხოვრებაში წამოჭრილი სირთულეები.
ვეცდები ჩემი უთიერთობა მოსწავლეებთან ემყარებოდეს თანამშრომლობას, ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთნდობას, ჩემი მიზანი იქნება კლასში თანამშრომლობითი გარემოს შექმნა.
სისტემატურად მექნება საუბარი მათ უფლებებსა და მოვალეობებზე. შევეცდები დავარწმუნო ისინი მათი შესრულების აუცილებლობაში.
მოსწავლეზე დადებითად აისახება მასწავლებლისა და მშობლის თანამშრომლობა, ვეცდები მჭიდროდ ვითანამშრომლო მოსწავლეთა მშობლებთან - დროულად მივაწოდო ინფორმაცია მათი შვილების ყოფაქცევისა თუ აკადემიური მოსწრების შესახებ ასევე ვეცდები მივიღო ინფორმაცია მათი ოჯახური პირობების, ქცევის, მისწრაფებების, ჩვეულებების შესახებ, რომელთაც მიზნობრივად გამოვიყენებ.ვითანამშრომლებ საგნის მასწავლებლებთან და გამოვიკვლევ მათ აკადემიურ მდგომარეობას, დავეხმარები სიძნელეების დაძლევაში.
თითოეული მოსწავლის შესახებ ინფორმაცია იქნება კონფიდენციალური.
აუცილებლად გვექნება საკლასო ოთახში სურვილებისა და წინადადებების ყუთი ,რომელსაც ყოველი თვის ბოლო პარასკევს გავხსნით და განვიხილავთ.

შესასრულებელი საკითხები
აქტივობები და მიზნები
დრო
შენიშვნა
ქცევის კოდექსის გაცნობა
 გავაცნობ მოსწავლეებს ქცევის კოდექსს, შინაგანაწესს . მოსწავლეებს მივცემ განმარტებას იმ მიზნით, რომ მათ ამ დოკუმენტში ჩადებული შინაარსი გაატარონ ცხოვრებაში.
ქცევის კოდექსის მიზანია დანერგოს მოსწავლის ქცევის ერთიანი წესები. ხელს უწყობს მოსწავლის მი საკუთარი ქცევის მართვას, მოსწავლეთა დისციპლინისა და უსაფრთხო სასწავლო გარემოს დამკვიდრებას.
14.09.2015
მოსწავლეთა სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა და მათ მოვლაზე მონიტორინგის დაწესება
თითოეული მოსწავლე სკოლისაგან მიიღებს სახელმძღვანელოს,წლის განმავლობაში შევამოწმებ რამდენად კარგად უვლიან ისინი სასკოლო ნივთებს
14.09.2015
სისტემატიურად
მოსწავლეთა მორიგეობის დაწესება,დღის რეჟიმის გაცნობა და კლასის კუთხის გაკეთება.
მოსწავლეებთან ერთად დავაწესებ მორიგეობის სიას, გამოიკვრება გაკვეთილების ცხრილი.გაკეთდება მოლოდინების ხე. მოსწავლეები უზრუნველყოფენ ოთახის სანიტარულ-ჰიგიენური პირობებ, სასკოლო ინვენტარის გაფრთხილება.
ამით მოსწავლეები გაითავისებენ, რომ სკოლა მათი საკუთრებაა.
14.09.2015
მოსწავლეთა დოკუმენტაციის მოწესრიგება და საკლასო ჟურნალის წარმოება.
ვიზრუნებ მოსწავლეთა პირადი საქმეების სწორ წარმოებაზე. წარვმართავ ჩემს საქმიანობას ყოველდღიური თვალყურის დევნებით მოსწავლეთა დასწრებაზე, ამ მიზნით ვაწარმოებ გაცდენა-დაგვიანების ჟურნალს.უმიზეზო გაცდენა-დაგვიანებებზე მივიღებ ზომებს. კერძოდ, მოსწავლის არგამოცხადების შემთხვევაში გავარკვევ არგამოცხადების მიზეზს და დროულად ჩავაყენებ საქმის კურსში სკოლის დირექციას, თუ მოსწავლემ თვითნებურად გააცდინა, მაშინ მშობელს ან მეურვეს.
ამით ხელს შევუწყობ გაცდენების მინიმუმამდე დაყვანას.
სისტემატიურად
მოსწავლეთა პროგრესის და წარმატების შემოწმება და თითოეული მოსწავლის ფსიქოლოგიური პორტრეტი.
მოვახდენ მოსწავლეთა მიღწევების შემოწმებას, ვუზრუნველყოფ მოსწავლეთა ყოველმხრივ შესწავლას, მათი მიდრეკილებების, მოთხოვნილებების და ინტერესების გამოვლენას. შევაგროვებ ინფორმაციას, დავაკვირდები მათ ქცევას, უნარებს და ცოდნას, გავაკეთებ ჩანაწერებსმათ უკეთესად გაცნობის მიზნით თავდაპირველად დავურიგებ წინასწარ ჩემს მიერ მომზადებულ კითხვარს.
სისტემატიურად
აკადემიურად ჩამორჩენილ მოსწავლეებთან დამატებითი მუშაობა.
ჩავატარებ დამატებით მეცადინეობებს. დავადგენ მოსწავლეების სუსტ და ძლიერ მხარეებსვთხოვ საგნის მასწავლებლებს ასეთ მოსწავლესთან იმუშაონ დამატებით
საჭიროებისამებრ
სადამრიგებლო საათი
სადამრიგებლო საათს ჩავატარებ როგორც კლასში ასევე სკოლის გარეთ.შეხვედრებზე მოხდება მოსწავლეთათვის მნიშვნელოვანი და საინტერესო საკითხების განხილვა, სწავლისა თუ ურთიერთობებისას წამოჭრილი სირთულეების გაცნობა, გადაჭრის გზებზე ზრუნვა. თითოეული სადამრიგებლო საათის ბოლოს მოხდება მოსწავლისაგან უკუკავშირის მიღება: რა გაიგეს და ისწავლეს მოსწავლეებმა ამ შეხვედრაზე ახალი, რა იყო მათთვის განსაკუთრებით საინტერესო, რა მოეწონათ და რა არ მოეწონათ.
სადამრიგებლო საათი ხელს უწყობს მოსწავლეების პიროვნულ და სოციალურ განვითარებას. აყალიბებს ნდობისა და პატივისცემის ატმოსფეროს.
კვირაში ერთხელ
მშობლების ჩართვა სასკოლო ცხოვრებაში
გამომდინარე იქიდან რომ წელს პირველად მექნება ურთიერთობა ახალ მშობლებთან ,მოსწავლეების უკეთ გაცნობის მიზნით მშობლებსაც და მოსწავლეებს შევავსებინებ წინასწარ მომზადებულ კითხვარს.
) მშობლებთან ინდივიდუალური შეხვედრები.ხელს შევუწყობ თითოეული მშობლის სასწავლო პროცესში ჩართვას, მშობელთან ურთიერთობისას გამოვიყენებ კომუნიკაციის სხვადასხვა ხერხს:წერილობით, ვერბალურს.მშობელი სისტემატიურად ინფორმირებული იქნება არა მხოლოდ მოსწავლეთა უარყოფითი ქცევის ან დაბალი აკადემიური მოსწრების, არამედ მისი მიღწევების შესახებაც. გავაცნობ თუ რას ვგეგმავ წლის ან სემესტრის განმავლობაში, რა ცოდნას მიიღებს მოსწავლე, რა შედეგს უნდა მიაღწიიოს მან სასწავლო წლის ბოლოს.
)მშობელთა კრებები
სემესტრში ორჯერ ან საჭიროების შემთხვევაში მოვიწვევ მშობელთა კრებას.გადავცემ საჭირო ინფორმაციას და მათგანაც მივიღებ.ღონისძიებების შესახებ შევატყობინებ, რომელსაც უახლოეს მომავალში ვგეგმავ და ვთხოვ, რომ მოსამზადებელ სამუშაობებში შეძლების დაგვარად ჩაერთონ. ვისაუბრებთ იმ სირთულეებზე, რომლებიც წამოიჭრება პროგრამის დაძლევისას და ერთად მოხდება დაძლევის გზის ძიება. კრების დასასრულს ვთხოვ ,რომ მომაწოდონ საკუთარი შთაბეჭდილებები სამუშაო შეხვედრის შესახებ.მაგ: რა მოეწონათ და რა არ მოეწონათ, რის გაუმჯობესებას ისურვებდნენ, რა რეკომენდაციების შემოთავაზება შეუძლიათ და .. მათი პასუხები დამეხმარება, რომ მეორე შეხვედრა უფრო წარმატებული და ორივე მხარისთვის საინტერესო იყოს.
                    სემესტრში ორჯერ ან საჭიროების შემთხვევაში
სასკოლო ზეიმები და ექსკურსიები
ზეიმების მოწყობა აქტიურად ჩაერთვებიან მოსწავლეები. ერთად მოვიძიებთ ინფორმაციებს, ლექსებს,გავანაწილებთ როლებს, ხელოვნების გაკვეთილებზე გააკეთებენ მოსაწვევ ბარათებს. მომზადდება სხვადასხვა ღონისძიებები ერთობლივად, მაგ.ექსკურსია, ლაშქრობები. ამით მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ ესთეტიკური გემოვნება, ისწავლიან ექსკურსიის ორგანიზებას.საერთოდ ექსკურსიას დიდი შემეცნებითი და აღმზრდელობით  ფუნქცია აქვს, ისინი აღრმავებენ და აფართოებენ მოსწავლეთა ცოდნას და ხელს უწყობენ თეორიული ცოდნის პრაქტიკულთან შერწყმას.
ჩასატარებელი ღონისძიებები:
          
·      პოეზია უპიველეს ყოვლისა
 (შეხვედრა თანამედროვე მწერალთან) 
·   თოჯინების საახალწლო მეჯლისი;

·   ექსკურსია: აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმში














ნოემბერი

დეკემბერი
ივნისი
კლასის ბლოგის შექმნა და მასზე მასალების ატვირთვა
იმისათვის რომ მშობლებმა უკეთ გაიგონ სკოლის და თავიანთი ბავშვების სასკოლო ცხოვრება მოსწავლეებთან ერთად გავაკეთებ კლასის ბლოგს,სადაც სისტემატიურად აიტვირთება მასალები
სისტემატიურად
მასწავლებლის დღე
მასწავლებლის დღესადმი მიძღვნილ დღეს გავაკეთებთ პოეზიის 5 წუთს, მოსწავლეები თავიანთ პედაგოგებს მიულოცავენ ამ დღეს,წაიკითხავენ ლექსებს სამასწავლებლოში
ოქტომბერი
დავითობა-8 თებერვალი
ლაშქრობა ბაგრატის ტაძარში
თებერვალი
დედის დღე
მისალოცი ბარათების დამზადება დედებისათვის
მარტი
2 აპრილი აუტიზმის მსოფლიო დღე
აპრილი
ვნების კვირა
როგორ ემზადებიან ქრისტიანები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისათვის,რა მნიშვნელობა აქვს აღდგომის წინა კვირას და ყოველ დღეს
აპრილი
სასწავლო წლის შეჯამება
მოსწავლეებთან ერთად გავაკეთებთ ჩანაწერს,განვიხილავთ წლის დასაწყისში დაწერილ მოლოდინებს,რა იყო კარგი და რა უნდა გამოვასწოროთ მომდევნო სასწავლო წელს და მთელი კლასი ამოვარჩევთ წლის საუკეთესო და წარმატებულ მოსწავლეს,რომელიც პრეზენტაციას გააკეთებს დირექციისა და სკოლის მოსწავლეების წინაშე
მაისი

სკოლის სახელმძღვანელოების მოწესრიგება და ბიბლიოთეკისათვის ჩაბარება

ივნისი



No comments:

Post a Comment