Friday, October 16, 2015

"დარგე ხე"

წინა წელს ჩემი სადამრიგებლო კლასი ჩართული იყო პროექტში "შემოგვიერთდი,დარგე ხე!"დღეს ფინალი გაიმართა სკოლის ეზოში,რომელსაც ხელმძღვანელობდა პროექტის ორგანიზატორი ლალი ქობულაძე,მისი ინიციატივით და დირექციის ხელშეწყობით გამოიყო მიწის ნაკვეთი მონაწილე კლასებისათვის სკოლის ეზოში.ქალბატონმა ლალიმ უზრუნველყო ნერგებით მომარაგება და ჩემმა მოსწავლეებმა ჩვენს პატარა ნაკვეთში დარგეს ხე.დღეიდან ჩვენ ვეცდებით გავალამაზოთ და გავამრავალფეროვნოთ ჩვენი სკოლის ეზო ნარგავებით.

Monday, October 5, 2015

მასწავლებლის დღე!

დღეს ჩემმა მოსწავლებმა ყველა მათ კლასში შემსვლელ მასწავლებელს,სასწავლო ნაწილს,საქმეთამმართველსა და სკოლის დირექტორს მისალოცი ბარათებით მიულოცეს მასწავლებელთა დღე.მათ პირველი მასწავლებელიც არ დავიწყებიათ და მოუწყვეს სიურპრიზი,შეკრეს წრე,შუაში მოხვედრილი ინგა მასწავლებელი სიხარულს ვერ მალავდა.მოსწავლეებმა მიუძღვნელს ლამაზი და თბილი სიტყვები, ლექსები მასწავლებელზე.
ეს იყო ძალიან ამაღელვებელი ინგა მასწავლებლისათვის,მან მადლობა გადაუხადა მის ყოფილ სადამრიგებლო კლასს და უსურვა წინსვლა და წარმატებები.

Добавьте подпись