წინა წელს ჩემი სადამრიგებლო კლასი ჩართული იყო პროექტში "შემოგვიერთდი,დარგე ხე!"დღეს ფინალი გაიმართა სკოლის ეზოში,რომელსაც ხელმძღვანელობდა პროექტის ორგანიზატორი ლალი ქობულაძე,მისი ინიციატივით და დირექციის ხელშეწყობით გამოიყო მიწის ნაკვეთი მონაწილე კლასებისათვის სკოლის ეზოში.ქალბატონმა ლალიმ უზრუნველყო ნერგებით მომარაგება და ჩემმა მოსწავლეებმა ჩვენს პატარა ნაკვეთში დარგეს ხე.დღეიდან ჩვენ ვეცდებით გავალამაზოთ და გავამრავალფეროვნოთ ჩვენი სკოლის ეზო ნარგავებით.
No comments:
Post a Comment